საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩის ჩასატარებლად ბელფასტში გაემგზავრა, სადაც ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
მეოთხე ტურის შეხვედრაში ნაკრებს ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება.
საქართველოს ნაკრები 4 ოქტომბერს ბელფასტში მატჩისწინა ვარჯიშს შეხვედრის მასპინძელ უინდსორ პარკ სთეიდიუმზე გამართავს.
საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.
შეგახსენებთ, „ჯვაროსნებს“ ცხრილში 1 ქულა აქვთ და ბოლო პოზიციას იკავებენ.