2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებს.
ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო პირველობის საგზურის მოპოვებას კიდევ უფრო მიუახლოვდება.
შეხვედრა თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ეთერში ხილვა საქართველოს პირველ არხზე, პირველი არხი სპორტსა და 1TV.GE-ზე იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 98:90 დასრულდა.