UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩინელმა მებრძოლმა, სონგ იადონგმა მის შესაძლო მომავალ მეტოქეზე ისაუბრა.
ჩინელი სპორტსმენი ვარაუდობს, რომ მომდევნო ბრძოლას მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ გამართავს.
„ვფიქრობ, შემდეგ მერაბს დავუპირისპირდები“,
"მერაბმა რამდენჯერმე თქვა ინტერვიუში, რომ მას ჩემთან ბრძოლა სურს. მეც მსურს მასთან დაპირისპირება", - განაცხადა იადონგმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქართველმა მებრძოლმაც გამოთქვა ჩინელთან დაპირისპირების სურვილი. ორივე სპორტსმენი მზად არის აღნიშნული ბრძოლისთვის, თუმცა UFC-ს მათი შეხვედრა ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.