1 საათის და 57 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში პარის სენ-ჟერმენი ლორიანს უმასპინძლებს.

აღნიშნული შეხვედრის წინ პარიზულმა კლუბმა ოფიციალურ ვებგვერდზე სამედიცინო ანგარიში გამოაქვეყნა და ოთხი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

„ხვიჩა კვარაცხელია და ალესანდრო ლონგონი მკურნალობის პროცესს განაგრძობენ.

დეზირე დუეს უახლოეს დღეებში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება.

მარცხენა ბარძაყის კუნთში დისკომფორტის გამო, ნუნო მენდეში სიფრთხილის მიზნით ინდივიდუალური აღდგენითი პროგრამით ვარჯიშობს“, – ვკითხულობთ პარიზული კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა 20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტა მიიღო.

ამ ეტაპზე პსჟ-ს კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. რაც შეეხება ნუნუ მენდეშს, პორტუგალიელიც რეაბილიტაციის პროცესს გადის.