49 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ტრანსფერი პრემიერ ლიგის გუნდში? - სად შეიძლება ვიხილოთ გიორგი მამარდაშვილი

ინგლისურმა გამოცემა Nottingham Forest News-მა ნოტინგემ ფორესტის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შესახებ სტატია გამოაქვეყნა და ათი ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა დამატებაც კლუბს იანვარში შეუძლია.

მეკარის პოზიციაზე გამოცემა პრემიერ ლიგის ბინადარს გიორგი მამარდაშვილის გადაბირებას ურჩევს.

„სამი კარგი სეზონის შემდეგ მატს ზელსი ისეთი საიმედო მეკარე აღარ არის, როგორიც ადრე იყო. გასულ ზაფხულს ნოტინგემ ფორესტი მზად იყო, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის თაობაზე ლივერპულისთვის მიემართა.

ქართველი მერსისაიდელთა მეორე მეკარეა და ნამდვილად ღირს, ნოტინგემმა მისი დამატება კიდევ ერთხელ სცადოს.

საეჭვოა, ლივერპული სეზონის შუა პერიოდში სათადარიგო მეკარეს შეელიოს, თუმცა კლუბში ფრედი ვუდმანსაც აფასებენ, რის გამოც, შესაძლოა, გიორგის გასხვისებაზე დაფიქრდნენ.

მამარდაშვილი ნოტინგემის სასტარტო შემადგენლობას მომენტალურად გააძლიერებს. ის მხოლოდ 26 წლისაა და კლუბისთვის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში საიმედო ვარიანტი იქნება“, – წერს ინგლისური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ალისონ ბეკერს ლივერპულთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება. ბრაზილიელმა მეკარემ კლუბში დარჩენის სურვილი უკვე საჯაროდ გამოთქვა, რაც, შესაძლოა, ქართველი გოლკიპერის მომავალზეც აისახოს.