PFL-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი, უსმან ნურმაგომედოვი აბუ-დაბის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ რუსეთში დაბრუნდა.
დაღესტნელმა მებრძოლმა შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმის შემდეგ ნურმაგომედოვსა და მისი გუნდის წევრებს ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ.
მოგვიანებით, მერაბ დვალიშვილის თხოვნისა და მხარეებს შორის შერიგების საფუძველზე, სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და პატიმრობა ფულადი ჯარიმით ჩაანაცვლა.
უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები ციხიდან 17 ნოემბერს გათავისუფლდნენ.