51 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ხამზატ ჩიმაევი ალექსანდრე თოფურიას ბრძოლას გამოეხმაურა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ალექსანდრე თოფურიამ სანტიაგო ლუნასთან მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველი ვრცელი განცხადება გაავრცელა. „კონკისტადორმა“ ბრძოლის დროს მიღებულ მძიმე ტრავმაზე ისაუბრა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს, კატარში გამართულ UFC-ის ტურნირზე ალექსანდრე თოფურია მექსიკელ სანტიაგო ლუნასთან მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

როგორც ქართველმა მებრძოლმა განმარტა, დაპირისპირების პირველივე წუთზე მარცხენა მხარი ამოიგდო, რის გამოც დარჩენილი ბრძოლის განმავლობაში ხელის სრულფასოვნად გამოყენება ვეღარ შეძლო.

„მოგესალმებით ყველას!

პირველ რიგში, მინდა ღმერთს მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, როგორც გამარჯვების, ისე მარცხის დროს.

არსებობს ისეთი რამ, რაც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება და ზოგჯერ იმ მომენტში გამოსწორება შეუძლებელია. სწორედ ეს დამემართა გუშინ.

ბრძოლის პირველივე წუთზე მარცხენა მხარი ამოვიგდე, რის გამოც დარჩენილი შეხვედრის განმავლობაში ხელი საერთოდ ვეღარ გამოვიყენე.

ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმეს დამსახურება დავაკნინო ან შედეგი გავამართლო. უბრალოდ მსურს, გაგიზიაროთ, რეალურად რა მდგომარეობაში ვიყავი, რადგან ბევრმა ადამიანმა მკითხა და ვფიქრობ, ისინი, ვინც მხარს მიჭერენ, იმსახურებენ იცოდნენ, რა მოხდა.

არაფერს ვნანობ და საკუთარ თავს ვერაფერში ვადანაშაულებ. მომხდარს მშვიდად ვიღებ, რადგან ვიცი, რომ ყველაფერი გავიღე, როგორც ამას ყოველთვის გპირდებით.

ყველაფერი რაღაც მიზეზით ხდება. ეს მხოლოდ დასაწყისია.

მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, ყოველთვის“, - დაწერა თოფურიამ.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრეს ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ხამზატ ჩიმაევი გამამხნევებელი კომენტარით გამოეხმაურა.