1 საათის და 10 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ალჯამეინ სტერლნგმა მახაჩევი საჯაროდ გააკრიტიკა

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის მონაწილეობით მომხდარ ინციდენტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ამჯერად ამერიკელმა მებრძოლმა ისლამ მახაჩევი გააკრიტიკა, რომელმაც ნურმაგომედოვების გუნდის წევრების ქმედებების გამართლება სცადა.

"ისლამ, შენს მიმართ უდიდესი პატივისცემა მაქვს, მაგრამ თუ ცდილობ იმის თქმას, რომ თქვენი კულტურის მიხედვით ნორმალურია, რამდენიმე ადამიანი ერთს თავს დაესხას, მიწაზე გააკავოს და თავში ფეხები ურტყას, ეს საზიზღრობაა.

ნუ შერიგდები ადამიანთან, ნუ ჩამოართმევ ხელს და შემდეგ ნუ მოიქცევი ისე, თითქოს ფილმში ხარ – მოადუნებინებ სიფრთხილეს და მაშინ დაესხმები თავს, როდესაც მარტო იქნება.

ჩემთვის ეს უბრალოდ სიმხდალეა. ამაში არც სიძლიერეა და არც ღირსება.

ეს ბიჭები წმინდანები არ არიან. სწორედ ეს არის ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა – დახურულ კარს მიღმა სრულიად სხვა ადამიანი ხარ“, – განაცხადა სტერლინგმა.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა ნურმაგომედოვების გუნდის წევრები საჯაროდ დაიცვა და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, მათ არაფერი დაუშავებიათ.