20 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

სიაში 7 კაცია! - ვინ შეცვლის ხვიჩა კვარაცხელაის პსჟ-ში

პარი სენ-ჟერმენი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. პარიზული გრანდის ხელმძღვანელობა ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს მძიმე ტრავმების შემდეგ ახალი ფეხბურთელების დამატების შესაძლებლობას განიხილავს.

როგორც პორტუგალიური გამოცემა A Bola წერს, ფრანგული კლუბის შესაძლო სატრანსფერო სამიზნეებს შორის არაერთი ცნობილი ფეხბურთელი სახელდება. განსაკუთრებული ყურადღება ესპანურ ლა ლიგაში მოასპარეზე შემტევებზეა გამახვილებული.

გავრცელებულ სიაში შვიდი ფეხბურთელი მოხვდა:

ალბერტო მოლეირო – „ვილიარეალი“

იერემი პინო – „კრისტალ პალასი“

ალექს ბაენა – მადრიდის „ატლეტიკო“

ადემოლა ლუკმანი – მადრიდის „ატლეტიკო“

აბდე ეზალზული – „ბეტისი“

ნიკო უილიამსი – ბილბაოს „ატლეტიკი“

ვიქტორ მუნიოსი – „ლივერპული“

აღსანიშნავია, რომ პარიზელთა სატრანსფერო გეგმებზე განსაკუთრებული გავლენა გუნდის ორი წამყვანი ფეხბურთელის მძიმე დაზიანებებმა იქონია.

ხვიჩა კვარაცხელიამ ოქტომბერში მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მოგვიანებით ანალოგიური დაზიანება მიიღო დეზირე დუემაც, რომელიც მოედანს ხანგრძლივი პერიოდით ჩამოშორდა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ლუის ენრიკეს გუნდს შეტევის ხაზში დამატებითი რესურსი სჭირდება, რის გამოც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში გაძლიერების შესაძლებლობა აქტიურად განიხილება.

თუმცა ამ ეტაპზე ჩამოთვლილ ფეხბურთელებთან ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება არ დასტურდება. შესაბამისად, უცნობია, რომელ მათგანზე შეაჩერებს არჩევანს პარიზული კლუბი.

საბოლოო გადაწყვეტილება პსჟ-ის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბზე იქნება დამოკიდებული.