ჩემპიონთა ლიგაზე რომასთან გასამართი შეხვედრის წინ პარის სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.
ესპანელმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს ტრავმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება გუნდისთვის დიდი გამოწვევაა.
„ტრავმირებული ფეხბურთელები ყველა კლუბს ჰყავს, თუმცა ისეთი მძიმე დაზიანებები, როგორებიც კვარაცხელიამ და დუემ მიიღეს, ნორმალური არ არის.
ამ ეტაპზე ჩვენი ყურადღება ფეხბურთელების გამოჯანმრთელებაზეა გამახვილებული. ამ გუნდმა უკვე დაამტკიცა, რომ სირთულეებთან გამკლავება შეუძლია. ეს დიდი გამოწვევაა, რომელიც გვაიძულებს, განვითარებაზე ვიფიქროთ და გამოსავალი როგორც ტაქტიკური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით ვიპოვოთ.
ფეხბურთელების გამო ძალიან ვწუხვარ, თუმცა ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა იმის საჩვენებლად, თუ რა შეგვიძლია. მზად ვართ, ამ გამოწვევას გავუმკლავდეთ“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.