მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკეს ერთ-ერთ ცნობილ განცხადებას სახალისო პასუხი გასცა.
ჟურნალისტმა პორტუგალიელ სპეციალისტს პარის სენ-ჟერმენის თავკაცის სიტყვები შეახსენა და ჰკითხა, თავადაც თუ იქნებოდა მზად, ხელფასის გარკვეულ ნაწილზე უარი ეთქვა, სანაცვლოდ კი პრესკონფერენციებზე დასწრების ვალდებულებისგან გათავისუფლებულიყო.
ჟურნალისტი: „ლუის ენრიკემ ერთხელ განაცხადა, რომ მზად იყო, ხელფასის 20%-ზე უარი ეთქვა, ოღონდ ყველა პრესკონფერენცია გაეუქმებინათ...“
ჟოზე მოურინიო: „არა, არა, მე – არა. ლუისს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ. ჩემს ხელფასს ხელი არ ახლოთ“