საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ნოემბერში ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს.
ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი დღეს, 26 ნოემბერს, ათენში საბერძნეთს დაუპირისპირდება, 29 ნოემბერს კი თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებს.
შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე საქართველოს ნაკრები ხუთი გამარჯვებითა და სამი მარცხით ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს კი თითოეული ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.
საქართველოს ნაკრების ჯგუფში არსებული სატურნირო მდგომარეობა:
- უკრაინა – 6 მოგება, 2 მარცხი;
- ესპანეთი – 5 მოგება, 3 მარცხი;
- საქართველო – 5 მოგება, 3 მარცხი;
- პორტუგალია – 4 მოგება, 4 მარცხი;
- საბერძნეთი – 4 მოგება, 4 მარცხი;
- მონტენეგრო – 4 მოგება, 4 მარცხი.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფის ექვსივე გუნდს მსოფლიო პირველობაზე მოხვედრის შანსი აქვს, შესაბამისად, ნოემბერში გასამართ შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
საბერძნეთთან დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება, პორტუგალიასთან მატჩი კი 29 ნოემბერს, 19:15 საათზე გაიმართება. ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგვთავაზებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად 2023 წელს იასპარეზა და პლანეტის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.