2 საათის და 4 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

მიზეზი, რის გამოც დანი კარვახალი იბერიასთან მატჩს გამოტოვებს

კონფერენს ლიგაზე იბერია 1999-თან გასამართი შეხვედრის წინ ხეტაფეს მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა პრესკონფერენცია გამართა.

ესპანელმა სპეციალისტმა დანი კარვახალზე ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ ვერ მიიღებს მადრიდის რეალის ყოფილი ფეხბურთელი ქართული გუნდის წინააღმდეგ მონაწილეობას.

„რაც შეეხება დანი კარვახალს, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა ამ ეტაპზე თამაში არ შეუძლია, რადგან, როდესაც დავიმატეთ, სეზონი უკვე დაწყებული იყო.

თუ პლეი ოფში გავალთ, ის განაცხადში აუცილებლად იქნება და დაგვეხმარება. კარვახალი ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას აძლევს, თუმცა საინტერესო ახალგაზრდა მოთამაშეებიც გვყავს“, – განაცხადა ბორდალასმა.

შეგახსენებთ, რომ იბერია 1999-ისა და ხეტაფეს დაპირისპირება 26 ნოემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.