1 საათის და 44 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"მერაბი გაიყვანეს, საბა კი ყველასთან ერთად მარტო დარჩა" - ზვიად ლაზიშვილი

ქართველმა სპორტსმენმა, ზვიად ლაზიშვილმა აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ისაუბრა.

საბას ძმამ ის ეპიზოდები გაიხსენა, რომლებიც გავრცელებულ ვიდეოკადრებში არ ჩანს და მოყვა, თუ როგორ განახლდა ფიზიკური დაპირისპირება უმარ ნურმაგომედოვის გამოჩენის შემდეგ.

„კადრებში რაც ჩანს, ჩხუბი თითქოს შეწყდა. მხარეები ერთმანეთისგან გაყოფილები იყვნენ, დაცვაც მოვიდა. ამ დროს მერაბისა და საბას უკანა მხრიდან უმარი და მისი მეგობარი წამოვიდნენ.

საბამ უმარი პირველმა დაინახა. როგორც მითხრა, ისეთი გაკვირვებული სახით მოდიოდა, ეგონა, რომ სიტუაციის განმუხტვას აპირებდა. მერაბსაც უთხრა, უმარი მოდისო. მერაბი შემოტრიალდა და როდესაც უმარი მიუახლოვდა, დაარტყა. ამის შემდეგ საბამ თავად უმარს დაარტყა, ძირს დასცა და ჩხუბის მეორე რაუნდი დაიწყო.

დაცვა მოვარდა და მერაბი გაიყვანეს, საბა კი ყველასთან ერთად მარტო დარჩა. საბას ვინ იცნობდა, ვის ახსოვდა?! თავს დაესხნენ, ბოლოს კუთხეში მიმიმწყვდიესო. ხელები ავიფარე და ხელებსა და ფეხებს მირტყამდნენ, მათ შორის თავშიცო.

საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა... ჩვეულებრივი ქუჩის ბიჭები ხომ არ იყვნენ?! უმაღლესი დონის მებრძოლები არიან, რომლებიც მის გათიშვას ცდილობდნენ“, – განაცხადა ზვიად ლაზიშვილმა.