5 საათის და 50 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

დაე, ეს გააკეთონ - ვრცელდება ახალი ოფიციალური განცხადება ბეშიქთაშიდან

სტამბოლის „ბეშიქთაშის“ ფეხბურთელი ორკუნ კოკჩუ ევროპა ლიგის მეხუთე ტურში, ბათუმში „ჰაპოელ ბეერ-შევასთან“ გამართული შეხვედრის დროს ტრიბუნებზე განვითარებულ მოვლენებსა და უეფა-ს მიერ დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა.

„თუ პოლიცია ასეთი ძალის გამოყენებას მიმართავს, გულშემატკივრებიც მიიღებენ გარკვეულ ზომებს თავის დასაცავად. ჩვენ ჩვენი გულშემატკივრების გვერდით ვდგავართ“, - განაცხადა კოკჩუმ.

თურქ ფეხბურთელს უეფა-ს მიერ დაწყებული გამოძიების შესახებაც ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა:

„დაე, გამოიძიონ - შედეგებსაც მივიღებთ, პრობლემა არ არის. თურქეთი ჩვენს გვერდით იყო, ჩვენ მათ მხარდაჭერას ვგრძნობდით!“

შეგახსენებთ, რომ ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უეფა-მ გამოძიება დაიწყო და საქმის შესასწავლად ეთიკისა და დისციპლინის ინსპექტორები დანიშნა.

26 ნოემბერს ბათუმში გამართული შეხვედრა თურქული კლუბის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.