2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 29 ნოემბერს პორტუგალიას უმასპინძლებს.
უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. სერბმა სპეციალისტმა იმავე კალათბურთელებს უხმო, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ათენში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ალექსანდრე მერკვილაძე, მარკის რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, გიორგი კობახიძე, ვილი ისიანი, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი ოჩხიკიძე.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ექვსი გამარჯვებითა და სამი მარცხით ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს თითოეული ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.
საქართველოსა და პორტუგალიის პირველი დაპირისპირება 31 აგვისტოს პორტუში გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 98:90 დასრულდა.
ხვალინდელი შეხვედრა ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართება და თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება. მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია.