პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ამერიკული საჭიდაო ორგანიზაციის, Real American Freestyle-ის (RAF) მძიმე წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამრისთვის ამერიკელ უაიატ ჰენდრიქსონს დაუპირისპირდება.
ორგანიზაციამ სატიტულო შეხვედრა ოფიციალურად დააანონსა. დაპირისპირება 19 დეკემბერს, ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდზე, RAF 16-ის ღონისძიებაზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გენო პეტრიაშვილმა საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლის უფლება RAF 15-ზე კუბელი იონგერ ბასტიდას ანგარიშით 6:0 დამარცხების შემდეგ მოიპოვა.
ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ორგანიზაციის მოქმედ ჩემპიონთან დაპირისპირებაში RAF-ის პირველი საჩემპიონო ტიტულის მოპოვებას შეეცდება.
შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია საერთაშორისო აუდიტორიისთვის RAF-ის ოფიციალურ YouTube არხზე იქნება ხელმისაწვდომი.