საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პორტუგალია დაამარცხა და მსოფლიო პირველობის საგზურის მოპოვებას კიდევ უფრო მიუახლოვდა.
ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდს ათი შეხვედრის შემდეგ შვიდი გამარჯვება და სამი მარცხი აქვს. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე კი ორი ტურია დარჩენილი.
რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე?
- დარჩენილი ორი შეხვედრიდან ერთ-ერთში გამარჯვების შემთხვევაში საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს სხვა მატჩების შედეგების მიუხედავად გაინაღდებს.
- ორივე შეხვედრაში დამარცხების შემთხვევაშიც, ჩვენი გუნდი მსოფლიო პირველობაზე მოხვედრის შანსს შეინარჩუნებს, თუმცა ასეთ შემთხვევაში კონკურენტების შედეგებზე იქნება დამოკიდებული
- თუ უკრაინა და ესპანეთი დღევანდელ მატჩში გაიმარჯვებენ, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავა.
საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩები:
- 26 თებერვალი, 2027 – მონტენეგრო-საქართველო;
- 1 მარტი, 2027 – საქართველო-საბერძნეთი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.
საქართველოს ნაკრებს ისტორიაში მეორედ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს. თავად ტურნირი კი 2027 წელს კატარში გაიმართება.