13 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

როდის და ვის წინააღმდეგ ჩაატარებს საქართველოს ნაკრები დარჩენილ მატჩებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პორტუგალია 92:78 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში დროებით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ჩვენს ნაკრებს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი შეხვედრა დარჩა:

- 26 თებერვალი, 2027 – მონტენეგრო — საქართველო (სტუმრად);

- 1 მარტი, 2027 – საქართველო — საბერძნეთი (თბილისში).

აღნიშნული ორი შეხვედრიდან ერთ-ერთში გამარჯვების შემთხვევაში ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს სხვა მატჩების შედეგების მიუხედავად გაინაღდებს.

საქართველოს ნაკრებს ამჟამად 7 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს.