25 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

როგორი სიტუაციაა საქართველოს ნაკრების ჯგუფში ამ მომენტში

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პორტუგალია 92:78 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდს ათი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ შვიდი გამარჯვება, სამი მარცხი და 17 ქულა აქვს.

ცხრილი ასახავს საქართველოსა და პორტუგალიის მატჩის დასრულების შემდეგ არსებულ მდგომარეობას. დღევანდელი ტურის სხვა ორი შეხვედრის საბოლოო შედეგები ჯერ არ არის ცნობილი.

საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ორი შეხვედრა დარჩა:

- 26 თებერვალი – მონტენეგრო-საქართველო;

- 1 მარტი – საქართველო-საბერძნეთი.

დარჩენილი ორი მატჩიდან ერთ-ერთში გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს სხვა შეხვედრების შედეგების მიუხედავად გაინაღდებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები გავა. თავად ტურნირი კი 2027 წელს კატარში გაიმართება.