2 საათის და 51 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ვინ არის ლევან ჩოხელის მეტოქე ისლამ დულატოვი

5 დეკემბერს, საუდის არაბეთში გასამართ UFC-ის ღონისძიებაზე ქართველი მებრძოლი, ლევან ჩოხელი ისლამ დულატოვს დაუპირისპირდება.

28 წლის მებრძოლს საკმაოდ საინტერესო წარსული აქვს. სპორტული კარიერის პარალელურად, დულატოვი სამოდელო საქმიანობითაც იყო დაკავებული და ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობდა, როგორებიც Versace, Gucci და Prada არიან. მეტიც, ის პოდიუმზე ბელა და ჯიჯი ჰადიდებთან ერთადაც გამოსულა.

რაც შეეხება მის სპორტულ კარიერას, დულატოვი UFC-ის ქვესაშუალო წონითი კატეგორიის ერთ-ერთ პერსპექტიულ მებრძოლად მიიჩნევა.

ისლამ დულატოვის სტატისტიკა:

- 12 გამარჯვება და 1 მარცხი;

- ზედიზედ 12 გამარჯვება;

- 12 ვადამდე მოპოვებული გამარჯვება;

- 7 გამარჯვება ნოკაუტით;

- 5 გამარჯვება მტკივნეული ან მახრჩობელა ილეთით;

- 11 პირველივე რაუნდში დასრულებული ბრძოლა;

- UFC-ში სადებიუტო ბრძოლისთვის მიღებული ბონუსი.

დულატოვმა UFC-ში სადებიუტო ბრძოლა 2025 წლის 19 ივლისს გამართა და ამერიკელი ადამ ფიუჯიტი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ლევან ჩოხელმაც UFC-ში სადებიუტო შეხვედრა შთამბეჭდავად ჩაატარა – ქართველმა მებრძოლმა ლეონ შაჰბაზიანი სულ რაღაც 23 წამში დაამარცხა.