საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურის შეხვედრა უნგრეთთან გამართა. „ჯვაროსნებმა“ გოლი ზედიზედ მესამე თამაშში ვერ გაიტანეს და სტუმრად 0:1 დამარცხდნენ.
ერთადერთი გოლი მილოშ კერკეზის ანგარიშზეა, რომელმაც გიორგი მამარდაშვილის კარი 35-ე წუთზე აიღო.
უნგრელთა ლიდერს, დომინიკ სობოსლაის ბრწყინვალე თამაში ჰქონდა და რამდენიმე მომენტი შექმნა. 59-ე წუთზე მან შორიდან გაისროლა და „მამარდამ“ მისი დარტყმული დამაჯერებლად მოიგერია.
"მატჩის შემდეგ სობოსლაიმ „ლივერპულელ“ თანაგუნდელზე ისაუბრა და სწორედ აღნიშნულ დარტყმაზე M4Sport-თან გააკეთა კომენტარი.
"თამაშის შემდეგ ამ დარტყმაზე ვისაუბრეთ. ვუთხარი, იქ რომ არ მდგარიყო, ალბათ გოლი გავიდოდა. სანაკრებო დონეზე თანაგუნდელებთან შეხვედრა ყოველთვის სასიამოვნოა და რამდენიმე სიტყვა გავცვალეთ, სულ ესაა", - თქვა სობოსლაიმ.