ერთა ლიგის მესამე ტურში უნგრეთმა პუშკაშ არენაზე საქართველოს ნაკრებს უმასპინძლა.
მატჩი უნგრელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ უნგრელთა ლიდერმა, დომინიკ სობოსლაიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"შანსები გვქონდა. შესვენებაზე ერთ თვალს უხაროდა, მეორე ტიროდა, რადგან საოცრად ვითამაშეთ და ერთ გოლზე მეტი უნდა გაგვეტანა, თუმცა ამითაც ბედნიერი ვარ. ეს არის საბრძოლო სულისკვეთება, რომელიც გვჭირდებოდა.
"კერკეზის თავით გოლი უკანასკნელი რამ იყო, რასაც ველოდებოდი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ. შეიძლება, ყველაზე სახიფათო არ არის, მაგრამ მოედანზე სულსა და გულს დებს. როდესაც ასე, ერთი ბურთის სხვაობით იგებ, განმარტებები საჭირო არ არის — ეს ის არის, რაც ყველას სჭირდება", - თქვა სობოსლაიმ.