1 საათის და 57 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ითამაშებს თუ არა ბუდუ - რამაზ სვანაძის პასუხი

საქართველოსა და უნგრეთის მატჩის წინ რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა.

"ჟორჟის უკმაყოფილება? ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც იცვლება, გულდაწყვეტილი გამოდის მოედნიდან, ეს ნორმალური და ძალიან კარგი ემოციაა, რომელიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ფეხბურთელს. არც სასაუბრო იყო არაფერი, ეს იყო ფეხბურთის ნაწილი, ჟორჟი, ისევე, როგორც მთელი გუნდი, ძალიან კარგ ფორმაშია, ველოდებით თამაშს. 

"რაც შეეხება ბუდუ იქნება თუ სხვა ფეხბურთელი, ვიცი, რომ იეგოიანზეც იყო გულშემატკივრებში კითხვები - არის საკითხები, რომლებზეც ღიად არ ვსაუბრობთ, არის პრობლემები, პატარ-პატარა მიკრო ტრავმები, ვუფრთიხლდებით ყველა ფეხბურთელს. 

"ოთხი თამაში გვაქვს სათამაშო და ნებისმიერი მათგანი უნდა იყოს მზად მოედანზე გასასვლელად და გუნდის დასახმარებლად, როცა ამას მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ", - თქვა სვანაძემ.