საქართველოსა და უნგრეთის მატჩის წინ რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა.
"ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც იცვლება, გულდაწყვეტილი გამოდის მოედნიდან, ეს ნორმალური და ძალიან კარგი ემოციაა, რომელიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ფეხბურთელს. არც სასაუბრო იყო არაფერი, ეს იყო ფეხბურთის ნაწილი, ჟორჟი, ისევე, როგორც მთელი გუნდი, ძალიან კარგ ფორმაშია, ველოდებით თამაშს. რაც შეეხება ბუდუ იქნება თუ სხვა ფეხბურთელი, ვიცი, რომ იეგოიანზეც იყო გულშემატკივრებში კითხვები - არის საკითხები, რომლებზეც ღიად არ ვსაუბრობთ, არის პრობლემები, პატარ-პატარა მიკრო ტრავმები, ვუფრთიხლდებით ყველა ფეხბურთელს. ოთხი თამაში გვაქვს სათამაშო და ნებისმიერი მათგანი უნდა იყოს მზად მოედანზე გასასვლელად და გუნდის დასახმარებლად, როცა ამას მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ.
"როტაცია ყოველთვის საჭიროა, მაგრამ არის ფაქტორები, რაც ღიად არ ჩანს, ღიად არ ვსაუბრობთ. გვაქვს მცირე პრობლემები და ვიმედოვნებ, რომ დროის გასვლასთან ერთად მოგვარდება. შემადგენლობა დამოკიდებული იქნება ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობასა და მეტოქეზე. ჩემი ამოსავალი წერტილი შემადგენლობის შერჩევაზე, ყოველთვის ეს არის
"პატივისცემა უნგრეთის ნაკრებს, რომელიც ძალიან კარგი გუნდია, თანაც შინ თამაშობს. შეთამაშების მხრივ არანაირი პრობლემა არ აქვთ. ვაცნობიერებთ იმასაც, რომ მათთვის, როგორც ჩვენთვის, ერთ-ერთი ბოლო შანსია ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვება, რომ ჯგუფში პირველი ადგილისთვის იბრძოლონ. თუმცა, ჩვენი გეგმები გვაქვს, ვეცდებით, რომ მზად ვიყოთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ.
"ცუდად დავიწყეთ, ყველა მეტს ელოდება ჩვენგან. ჩვენც ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჯგუფში კარგი პოზიცია დავიკავოთ. ხვალ, რა თქმა უნდა, მოგება გვსურს. წინა თამაშში ქულაზე მეტს ვიმსახურებდით, რადგან, ჩემი აზრით, უკრაინაზე უკეთ ვითამაშეთ. რაც შეეხება დაღლილობას, ყველა გუნდს ეს პრობლემა აქვს. ვინ ითამაშებს, ვინ - არა, ჯერ არ ვიცით.
"თუ ჩვენს სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დაინიშნება, მის შემსრულებელს მაშინ გაიგებთ, როცა ფეხბურთელი ბურთთან მივა. ამ ეტაპზე არ მაქვს საფუძველი, შევცვალო ისინი, ვინც პენალტებს აქამდე ასრულებდა", - თქვა რამაზ სვანაზემ.