საქართველოსა და პორტუგალიის მატჩის შემდეგ, მედიასთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა გააკეთა.
სანამ უშუალოდ მატჩის შეფასებას დავიწყებ, მინდა ქართველ ხალხს ჩემი ერთ-ერთი მარჯვენა ხელი, ფილიპ მიხაილოვიჩი გავაცნო, რომლის შრომის დიდი დამსახურებაცაა ჩვენი ბოლოდროინდელი შედეგები.
ვიცოდით რომ პორტუგალიასთან რთული შეხვედრა გველოდებოდა. ისინი აქ გასამარჯვებლად იყვნენ ჩამოსულები, თუმცა საბერძნეთთან მძიმე მატჩის შემდეგ გამოვნახეთ ჩვენს თავში საჭირო ძალები, დავაბალანსეთ ხუთეულები და მეტოქეს სუსტ წერტილებში შევუტიეთ, რამაც შედეგი გამოიღო. დასაწყისი ისეთი არ იყო, როგორიც გვსურდა, მაგრამ მეორე ნახევარში ჩვენი თამაში ვიპოვეთ. მადლობა გულშემატკივარს დარბაზში მოსვლისთვის. სამუშაო რა თქმა უნდა, ბევრია და ვეცდებით ხარვეზები გამოვასწოროთ და თებერვალში მიზანს მივაღწიოთ.
საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის 100%-ით განაღდებამდე ერთი გამარჯვება აშორებს.
26 თებერვალს მონტენეტროს ვესტუმრებით, ხოლო 1 მარტს საბერძნეთს ვუმასპინძლებთ.