2026 წლის ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში შერეულ გუნდებს შორის 2026 წლის 7 ნოემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ალექსანდრ ნიკოლიჩის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გუნდური პირველობისთვის ცნობილია.
მამაკაცები
73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი
90 კგ - ლუკა მაისურაძე
+90 კგ - ირაკლი დემეტრაშვილი
ქალები
57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე
70 კგ - ნინო გულბანი
+78 კგ - ბარბარე გელაშვილი.
ტრავმების გამო, საქართველოს ნაკრებს გუნდურ პირველობაზე ლაშა ბექაური და სოფიო სომხიშვილი ვერ დაეხმარებიან, თუმცა საინტერესოა, რომ ეროვნულ ნაკრებში პირველ შანსს მიიღებს ახალი სახე - ბარბარე გელაშვილი, რომელიც 22 წლის გახლავთ.