პარის სენ-ჟერმენში ნუნუ მენდეშის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავენ და იმედოვნებენ, რომ პორტუგალიელი მცველი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურში „ბარსელონას“ წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. ინფორმაციას RMC Sport ავრცელებს.
მენდეშმა სტრასბურგთან მატჩის მიწურულს ბარძაყის არეში დისკომფორტი იგრძნო და მოედანი დატოვა.
ლუის ენრიკეს გუნდს შეცვლების ლიმიტი უკვე ამოწურული ჰქონდა, რის გამოც შეხვედრის დასრულება ათი ფეხბურთელით მოუწია.
პარის სენ-ჟერმენი „ბარსელონას“ 20 ოქტომბერს დაუპირისპირდება. მენდეშის მოედანზე გასვლის საბოლოო საკითხი მის ფიზიკურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.