ხვიჩა კვარაცხელიამ პარის სენ-ჟერმენის შემადგენლობაში „სტრასბურგთან“ მატჩში ვერ გამოიჩინა თავი — ფრანგულმა გამოცემა L’Équipe-მა ქართველ ფეხბურთელს 10-დან მხოლოდ 3 ქულა დაუწერა.
კვარაცხელიას სეზონის სტარტი კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს.
ქართველი შემტევისგან ბევრს ელოდნენ, მათ შორის „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაშიც, თუმცა გამოცემის შეფასებით, ყურადღების ცენტრში ამ ეტაპზე „ბარსელონას“ ახალგაზრდა ვარსკვლავი ლამინ იამალი მოექცა.