პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, აღიარა, რომ გუნდს პენალტების შესრულებაში სპეციალიზებული ფეხბურთელი აკლია. ესპანელი სპეციალისტის თქმით, პარიზელებს რამდენიმე მოთამაშე ჰყავთ, რომლებსაც თერთმეტმეტრიანის დარტყმა შეუძლიათ, თუმცა გამორჩეული სპეციალისტი არ ჰყავთ.
„მართალია, ეს ისეთი სტატისტიკაა, რომლის შეფასებაც მარტივი არ არის.
"ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომელსაც პენალტის შესრულება შეუძლია, მაგრამ ნამდვილად გვაკლია მოთამაშე, რომელიც ამ საქმეში სპეციალისტი იქნება. ვიტინიასა და უსმანის სახით, ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომელსაც პენალტის დარტყმა შეუძლია“, - განაცხადა ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე.
ესპანელმა მწვრთნელმა ასევე აღნიშნა, რომ პენალტის შემსრულებლის არჩევა კონკრეტულ მომენტზე, ფეხბურთელის ფორმასა და მატჩის მიმდინარეობაზეა დამოკიდებული.