სტრასბურგთან მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ უსმან დემბელეს ეფექტურობაზე ისაუბრა და ფრანგი ფეხბურთელის სათამაშო ხარისხი ხუმრობით შეაფასა.
"უსმან დემბელეს ვუთხარი: თუ 25 წუთში გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება შეგიძლია, მეტის თამაში აღარ გჭირდება!", - განაცხადა პარის სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებიდან შემოსულმა დემბელემ გოლის გატანა მართლაც შეძლო და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.