1 საათის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ხვიჩაზე გულწრფელად ვიტყვი, სეზონის დასაწყისი სრული კატასტროფაა.." - რა თქვეს საფრანგეთში

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას სეზონის მძიმე სტარტი აქვს.  ქართველი ვარსკვლავი ამჟამად პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი არ არის და ძირითად შემადგენლობაშიც ყოველთვის ვერ ხვდება.

სტრასბურთან ლიგა 1-ის ბოლო ტურში მოედანზე პირველივე წუთიდან იყო, მაგრამ თამაშზე გავლენა ისევ ვერ მოახდინა და მეორე ტაიმის შუაში შეცვალეს. 

ადგილობრივი საიტი Foot01 კვარაცხელიასთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას ავრცელებს, რომლებშიც ჟურნალისტების კრიტიკული შეხედულებებია გაერთიანებული:

"ბოლო რამდენიმე შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით რაღაც ნამდვილად არ იყო რიგზე. პარი სენ-ჟერმენის გარემარბს, რომელიც 2026 წლის ოქროს ბურთის პრეტენდენტად მოიაზრება, უჭირს იმ ფაქტთან შეგუება, რომ ყველა მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს. უფრო მეტიც, როდესაც ლუის ენრიკე მას ძირითად შემადგენლობაში აყენებს, როგორც ეს სტრასბურთან მოხდა, მისი თამაში მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ სტანდარტს, რასაც ასეთი დონის ფეხბურთელისგან ელიან. 

"პირველი ტაიმის განმავლობაში ის პრაქტიკულად შეუმჩნეველი იყო, ხოლო მასპინძლების მიერ ანგარიშის გახსნის ეპიზოდში ბრძოლისუნარიანობა არ გამოუჩენია. შედეგად, მატჩის დაახლოებით მე-60 წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1-ს აგებდა, ის შეცვალეს. ქართველი შემტევი მოედნიდან ისე გავიდა, რომ უკმაყოფილების არანაირი ნიშანი არ გამოუხატავს. 

"მის ნაცვლად უსმან დემბელე შევიდა, რომელმაც მალევე აჩვენა თავისი გავლენა თამაშზე. მაშინ როცა ლუის ენრიკე სიტუაციის შეფასებისას ფრთხილობს და ზედმეტ აქცენტებს არ აკეთებს, პარი სენ-ჟერმენის გამშუქებელი ჟურნალისტები სოციალურ ქსელებში 25 წლის ფეხბურთელის მიმართ გაცილებით ნაკლებად შემწყნარებლები არიან.

"მატიე ფორემ პირველმა გამოთქვა თავისი მოსაზრება: "გულახდილად რომ ვთქვათ, კვარას სეზონის დასაწყისი სრული კატასტროფაა. მას ერთი დრიბლინგიც კი აღარ გამოსდის. ის მოედანზე მძიმედ, ინერტულად გამოიყურება. არც სათადარიგოთა სკამზე დასმა, რაც, წესით, მის გამოფხიზლებას უნდა მომსახურებოდა, აღმოჩნდა შედეგიანი", - აღნიშნა ჟურნალისტმა.