5 საათის და 18 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ყველას აქვს აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები" - ვიტინიას განცხადება ხვიჩაზე

"პარის სენ-ჟერმენის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიტინიამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ხვიჩას ფორმა სეზონის სტარტზე? ყველა ფეხბურთელის კარიერაში არის აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები. 

"ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რაც შეიძლება სტაბილურები ვიყოთ და თუ რთული პერიოდი გვიდგას, მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ის დიდხანს არ გაგრძელდეს. 

"ეს შეიძლება ორ-სამ ფეხბურთელს დაემართოს, მაგრამ მთელი სეზონი არ გაგრძელდება. გავიმეორებ იმას, რასაც მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციებისა და ინტერვიუების დროს ამბობს: ფეხბურთელებს დაღმასვლისა და აღმასვლის პერიოდები აქვთ", - თქვა ვიტინიამ.