როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა 2026/27 წლების ერთა ლიგა ცუდად დაიწყო.
4 მატჩის შემდეგ ჩვენს გუნდს 2 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა.
არსებული ვითარება პირველ ადგილზე გასვლას, შესაბამისად - ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიკაციის დამატებითი საგზურის მოპოვებასა და A დივიზიონში დაწინაურებას შეუძლებელს ხდის.
ჯვაროსნების ჯგუფში პირველ ადგილს ვერ დაიკავებენ შესაბამისად, მათ ევრო 2028-ზე გასვლის შანსი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ექნებათ.
ამის მიუხედავად, ჩვენმა ნაკრებმა ბრძოლა უნდა გააგრძელოს, რადგან ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ.