3 საათის და 43 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

სოლიდური ფულადი ჯილდო - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა გენო პეტრიაშვილმა RAF-ში მოგებით

პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა ამერიკული საჭიდაო ორგანიზაციის, Real American Freestyle-ის (RAF) მე-15 ღონისძიებაზე კუბელი იონგერ ბასტიდა ანგარიშით 6:0 დაამარცხა.

ქართველმა მძიმეწონოსანმა მეტოქე ოთხჯერ გაიყვანა ხალიჩის მიღმა, კიდევ ორი ქულა კი წარმატებული კონტრშეტევით მოიპოვა.

ამ გამარჯვებით პეტრიაშვილი მძიმე წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამრის ოფიციალური პრეტენდენტი გახდა და ტიტულისთვის მოქმედ ჩემპიონს, ამერიკელ უაიატ ჰენდრიქსონს დაუპირისპირდება.

მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გენო პეტრიაშვილი RAF-ში თითოეულ შეხვედრაში მონაწილეობისთვის 100 ათას დოლარს, გამარჯვებისთვის კი დამატებით ამავე ოდენობის თანხას იღებს. შესაბამისად, კუბელი მოჭიდავის დამარცხებით ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, სავარაუდოდ, 200 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

აღნიშნული თანხა ორგანიზაციას ოფიციალურად არ დაუდასტურებია.