საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის პირველ ამხანაგურ მატჩში რუმინეთს თბილისში შეხვდა. თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა.
შეხვედრაში საქართველო დაწინაურდა და რუმინეთმა წონასწორობა მალევე აღადგინა. გოლის მომენტში ბევრი საუბარი მოჰყვა გიორგი მამარდაშვილის რეაქციას, ის კარის ხაზზე დარჩა.
ლივერპულის ქომაგები გოლს ძირითადად მამარდას აბრალებენ - მომენტს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა.
"უნდა გავყიდოთ მამარდაშვილი, გამოსვლაზე თამაშის დროს სუსტია"
"რატომ ასეთი რეგრესი?!"
"ვგრძნობ, რომ ის ჩვენი დონის მეკარე არ არის, დიდი შეცდომა ნაკრების მატჩშიც"
"დრო სჭირდება, უნდა დავაცადოთ, მან ევრო 2024-ზე ყველა გააოცა"
"არ ვიცი, ძნელია, მას დავეყრდნოთ"