3 საათის და 51 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ილია თოფურია სპეციალურ განცხადებას აკეთებს

ილია თოფურია თეთრი სახლის ივენთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

ისლამი კიდევ ერთხელ იმიზეზებს რაღაცას, ამჯერად ტრავმაა.

ყოველთვის ვიცოდი, რომ თეთრი სახლის ღონისძიების ნაწილი ვიქნებოდი. მაშინაც კი, როდესაც UFC-მ მითხრა, რომ ამ ივენთზე ჩემი იმედი არ ჰქონდათ, ვიცოდი, რომ ეს მოლაპარაკების ნაწილი იყო

როდესაც საბოლოოდ მითხრეს, რომ თეთრი სახლის ქარდზე ვიქნებოდი, ისლამი ახსენეს და წამითაც არ დამიხევია უკან ამ ბრძოლის მისაღებად

მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა ოფიციალურად ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული, თეთრი სახლის ქარდი მეორე დღეს უნდა გამოცხადებულიყო. როცა გავიღვიძე, გავიგე, რომ ისლამი დაშავებულა

შემდეგ კი ჯასტინ გეიჯი გამოჩნდა.

კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ისლამის გაქცევის გამო პასუხს აგებს

ორივეს მენეჯერი ნაბიჭვარია და თანაც საშინლად მახინჯი

ჯასტინ, თეთრ სახლში შევხვდებით. მე არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც სხვებს ამცირებს

ყველაფერი სწრაფად მოხდება. როცა გაიღვიძებ, ყველაფერი უკვე დასრულებული იქნება

Facebook კომენტარები