2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ტურს ტოკიოს გრანდ სლემი დახურავს, რომელიც 5-6 დეკემბერს, იაპონიის დედაქალაქში გაიმართება.
საქართველოს ნაკრები წლის ბოლო და ყველაზე პრესტიჟულ გრანდ სლემზე 10 ძიუდოისტით წარდგება, საიდანაც 10-ვე მამაკაცია, თუმცა შესაძლოა, რომ ამ შემადგენლობას გოგონებიც დაემატნონ, განსაკუთრებით ეთერ ლიპარტელიანი.
როგორც ჩანს, ნაკრების მთავარი მწვრთნელის - გურამ მოდებაძის გადაწყვეტილებით, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე 2027 წლამდე დაისვენებენ.
საბოლოოდ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ტოკიოს გრანდ სლემისთვის ასე გამოიყურება.
შემადგენლობა
60 კგ: გიორგი სარდალაშვილი
66 კგ: თორნიკე გიგაური
73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ლოლაძე
81 კგ: დიმიტრი გოჩილაიძე, ზაურ დვალაშვილი
90 კგ: ლუკა მაისურაძე, ლუკა ჯავახიშვილი
+100 კგ: ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ტოკიოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა. ოქრო - ილია სულამანიძემ, ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დასჯერდნენ.
წყარო: belive.ge