UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა ოქტაგონზე დაბრუნების გეგმებზე ისაუბრა და გაამხილა, რომ მისი მომდევნო მეტოქე, დიდი ალბათობით, ჩინელი მებრძოლი სონგ იადონგი იქნება.
როგორც ქართველმა სპორტსმენმა ნინა მარი დანიელთან ინტერვიუში განაცხადა, მას ბრძოლების განახლება რაც შეიძლება მალე სურს და მზად არის, სუპერმსუბუქი წონის ერთ-ერთ გამორჩეულ მებრძოლს დაუპირისპირდეს.
„იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე ვიბრძოლებ. ვფიქრობ, ჩემი მომდევნო მეტოქე სონგ იადონგი უნდა იყოს. დიდი ალბათობით, მას საჩემპიონო ბრძოლას არ მისცემენ.
შონ ო’მალი, სავარაუდოდ, პიოტრ იანს ქამრისთვის დაუპირისპირდება, მე კი სონგ იადონგი უნდა შემახვედრონ. ეს შესანიშნავი ბრძოლა იქნება! მზად ვარ, ნებისმიერ ადგილას ვიბრძოლო“, – განაცხადა დვალიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლოს 2026 წლის 24 ოქტომბერს, UFC 333-ზე იასპარეზა, როდესაც სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში პიოტრ იანს დაუპირისპირდა და ხუთრაუნდიანი დაპირისპირება მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დათმო.
რაც შეეხება შონ ო’მალის, ამერიკელმა მებრძოლმა პიოტრ იანთან განმეორებითი შეხვედრის სურვილი უკვე გამოთქვა. მათი პირველი ბრძოლა 2022 წლის ოქტომბერში გაიმართა და ო’მალის გამარჯვებით დასრულდა.
ამ ეტაპზე არც დვალიშვილისა და იადონგის დაპირისპირებაა ოფიციალურად ჩანიშნული და არც იანისა და ო’მალის საჩემპიონო ბრძოლა. საბოლოო გადაწყვეტილებას UFC მიიღებს.