2 საათის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ეს ჩემთვის დიდი პატივია" - ხვიჩა კვარაცხელიას მიმართვა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდივიდუალური აღიარება მოიპოვა. ქართველი ფეხბურთელი ცნობილმა ფრანგულმა ჟურნალმა GQ France-მა 2026 წლის გამორჩეულ მამაკაცთა შორის დაასახელა.

გამოცემამ კვარაცხელიას წარმატებული საფეხბურთო სეზონი და პარიზული კლუბის მიღწევებში შეტანილი წვლილი განსაკუთრებულად აღნიშნა.

ჯილდოს მიღების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მადლიერება გამოხატა და ხაზი გაუსვა თანაგუნდელების მნიშვნელობას.

„ეს ჩემთვის დიდი პატივია. პარი სენ-ჟერმენთან ერთად წარმოუდგენელი სეზონი მქონდა და ძალიან ვამაყობ იმით, რასაც მივაღწიეთ.

არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩემი თანაგუნდელების გარეშე შესაძლებელი იქნებოდა“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

აღსანიშნავია, რომ 2025/26 წლების სეზონი ქართველი შემტევისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა. კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიპოვა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

GQ France-ის ეს აღიარება ქართველი ფეხბურთელისთვის მორიგი მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც ადასტურებს, რომ მისი პოპულარობა და გავლენა საფეხბურთო მოედნის ფარგლებსაც გასცდა.