4 საათის და 48 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

P4P რეიტინგი განახლდა! - რომელ ადგილზე არიან მერაბი და ილია

UFC-მ მებრძოლთა განახლებული P4P რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები დაფიქსირდა. სიაში კვლავ ორი ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი იმყოფება.

განახლებული რეიტინგის მიხედვით, ილია თოფურია მეხუთე პოზიციას ინარჩუნებს, ხოლო მერაბ დვალიშვილი ერთი საფეხურით დაქვეითდა და ამჟამად მეათე ადგილზეა.

განსაკუთრებით საინტერესო ცვლილება მძიმე წონაში მოხდა. ფრანგი მებრძოლი სირილ განი რეიტინგში ერთბაშად ოთხი პოზიციით დაწინაურდა და მერვე ადგილზე გადაინაცვლა.

შედეგად, განმა გაუსწრო მძიმე წონის ყოფილ ჩემპიონ ტომ ასპინალს, რომელიც ახლა მეცხრე პოზიციას იკავებს.

აღსანიშნავია, რომ დიდი ხნის შემდეგ UFC-ის საუკეთესო მებრძოლთა საერთო რეიტინგში ერთდროულად ორი მძიმე წონოსანი მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ P4P რეიტინგი მებრძოლებს წონითი კატეგორიების მიუხედავად აერთიანებს და მათი მიღწევებისა და სპორტული შედეგების გათვალისწინებით დგება.