ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი აბუ-დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ კვლავ ყურადღების ცენტრშია.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა სპორტსმენმა ტურნირზე გამარჯვებისთვის 675 000 დოლარის ოდენობის ანაზღაურება მიიღო. თუმცა აღნიშნული თანხა ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემებით ჯერჯერობით არ დასტურდება.
შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს ლაზიშვილმა RAF-ის ტურნირზე UFC-ის დიდების დარბაზის წევრი იურაია ფეიბერი ანგარიშით 12:7 დაამარცხა და მაყურებელს სანახაობრივი დაპირისპირება შესთავაზა.
ქართველმა მოჭიდავემ შეხვედრის მიმდინარეობისას ჩამორჩენის აღმოფხვრა და საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება მოახერხა. მისი გამოსვლა ტურნირის ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად იქცა.
აღსანიშნავია, რომ ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე კიდევ ერთხელ იასპარეზებს. მისი მომდევნო შეხვედრა 19 დეკემბერს, ლონგ-აილენდზე გაიმართება, სადაც სერხიო პეტისისა და კოდი გარბრანდტის დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება.