აბუ დაბის ინციდენტის შემდეგ უმარ ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა
UFC-ის მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი აბუ დაბის სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
დაღესტნელმა მებრძოლმა ისლამური სწავლულის, ვაქი იბნ ალ-ჯარაჰის სიტყვები გააზიარა.
„ცოტაოდენი შიმშილი, ცოტაოდენი სიცივე, ცოტაოდენი დამცირება, ცოტაოდენი სიღარიბე და ცოტაოდენი მოთმინება... ასე გაივლის შენი ცხოვრება ამქვეყნად“, – ნათქვამია ნურმაგომედოვის მიერ გამოქვეყნებულ ციტატაში, რომლის წყაროდაც „ჰილიათ ალ-ავლიაა“ მითითებული.
შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ. მომხდარის შემდეგ სამართალდამცველებმა ინციდენტის მონაწილეები დააკავეს.
17 ნოემბერს აბუ დაბის სასამართლომ რვა მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქა და პატიმრობა ფულადი ჯარიმით შეუცვალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მხარეებს შორის შეთანხმება და დაზარალებულთა მიმართვა მათი გათავისუფლების მოთხოვნით.