6 საათის და 33 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

უსმან ნურმაგომედოვმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა

აბუ დაბიში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ უსმან ნურმაგომედოვი სოციალურ ქსელში ახალი პოსტით დაბრუნდა.

დაღესტნელმა მებრძოლმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც რომის იმპერატორისა და ფილოსოფოსის, მარკუს ავრელიუსისადმი მიწერილი სიტყვები დაურთო.

იმ მომენტში, როცა შეურაცხყოფა ან ქება შენზე გავლენას ახდენს, შენ კვლავ მონა ხარ - დაწერა ნურმაგომედოვმა.

შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში უსმან ნურმაგომედოვსა და მერაბ დვალიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა, რომელიც მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. ინციდენტის შემდეგ რამდენიმე მონაწილე, მათ შორის ნურმაგომედოვი, დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.