13 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

რა თქვა ლევან კორღალიძემ ხეტაფეს დამარცხების შემდეგ

თბილისის „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ ესპანურ „ხეტაფესთან“ კონფერენსლიგის მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და განვლილი შეხვედრა შეაფასა.

„მადლობა გულშემატკივარს თანადგომისთვის. დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ძალა ერთობაშია. მადლობა მედიის წარმომადგენლებს, რომ ასე გულწრფელად დაგვიდექით გვერდში. „იბერიამ“ კიდევ ერთხელ დაწერა ისტორია.

გოლიც, რომელიც გავიტანეთ, დაგეგმილი იყო. ამაზე ბევრი ვისაუბრეთ და სასიხარულოა, რომ დაგეგმილს ვასრულებთ და სწორ ანალიზს ასეთი შედეგი მოჰყვა. ყველაფერი არ გამოგვივიდა, რაც დავგეგმეთ, თუმცა ეს თამაშის ხარისხზე ნამდვილად აისახა. ორმაგად სასიხარულოა, რომ ჯგუფში ნავსი გავტეხეთ და მოვიგეთ. „ხეტაფესთან“ მატჩში ის სტერეოტიპიც დაირღვა, რომ კარგად ვითამაშეთ და ვერ მოვიგეთ.

პირველი გოლი ეროვნულ ლიგაშიც გაგვიტანია, რის შემდეგაც გუნდი იმაზეა ორიენტირებული, რომ გოლი არ გაუშვას და დაცვიდან თამაშობს. ახლაც ასე მოხდა – მეტოქე ზეწოლას ახორციელებდა. ეს არ ნიშნავს, რომ უკან დახევა ჩემი დავალება იყო. საბედნიეროდ, დღეს უფრო თამამები ვიყავით და მეტს ვუტევდით. კარგია, რომ პირველი გოლის შემდეგაც მაღალ პრესინგს ვთამაშობდით“, – განაცხადა კორღალიძემ.

თბილისის „იბერია“ კონფერენსლიგის მომდევნო შეხვედრას სერბულ „ცრვენა ზვეზდასთან“ ჩაატარებს. მატჩი 10 დეკემბერს თბილისში გაიმართება.