ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს მძიმე ტრავმების შემდეგ პარის სენ-ჟერმენის მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს შეტევის მარცხენა ფლანგზე ახალი გამოსავლის მოძებნა უწევს.
ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად ნუნუ მენდეშის შემტევის პოზიციაზე გადაწევა განიხილება.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი თავად პორტუგალიელმა ფეხბურთელმაც გააკეთა.
"თუ მწვრთნელს სურს, რომ დუეს ან კვარაცხელიას პოზიციაზე ვითამაშო, პრობლემა არ არის. მზად ვარ, იქ ვითამაშო, სადაც გუნდს დავჭირდები“, – განაცხადა მენდეშმა.