2 საათის და 5 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

VIDEO: რომან დოლიძე ბათუმში მომხდარ ინციდეტს თურქულად ეხმაურება

რომან დოლიძე განცხადებას ავრცელებს:

"პირველი - ის, რაც გუშინ ბათუმში გულშემატკივრებმა გააკეთეს, სრულიად მიუღებელი და უმსგავსო საქციელია. სტუმრად რომ ჩადიხარ და ასე იქცევი, ამას არანაირი გამართლება არ აქვს.

მეორე - კიდევ უფრო ამაზრზენია ის, რასაც ზოგიერთი თურქეთიდან საქართველოსა და ქართველებზე ლაპარაკობს. საკუთარ ენას და საქციელს მიხედონ, სანამ სხვას შეეხებიან. ჯობს, ყველამ ენას კბილი დააჭიროს და საკუთარ თავს მიხედოს".