5 საათის და 58 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

საბა ლაზიშვილმა ნურმაგომედოვებს ნინა დრამასთან ეთერში მაგრად დასცინა

მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი ცნობილი ბლოგერის, ნინა მარი დანიელეს პირდაპირი ეთერის სტუმრები იყვნენ. სტრიმის მსვლელობისას საბამ აბუ-დაბიში მომხდარი გახმაურებული ინციდენტი გაიხსენა, რა დროსაც უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა მერაბ დვალიშვილს დაუპირისპირდნენ.

ლაზიშვილმა დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიცვალა მისი დამოკიდებულება კონკრეტული მებრძოლების მიმართ ამ შეტაკების შემდეგ. მისი თქმით, ის, რასაც ეკრანზე ხედავდა, რეალობისგან რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა.

„UFC-ის ბავშვობიდან ვუყურებ და ყველა მათგანს კარგად ვიცნობდი. ზოგიერთის გულშემატკივარიც კი ვიყავი, მაგრამ პირადი შეხვედრის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა — ისინი სულაც არ არიან ისეთები, როგორებიც ჩანან. როდესაც ძირს დამაგდეს, თავი მაგარი ბიჭები ეგონათ, თუმცა რეალურად ძუკნებივით იქნევდნენ ხელებს და მათი დარტყმები საერთოდ არ იგრძნობოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოულოდნელი ჩხუბი იყო, საბოლოოდ კარგად გავერთეთ“, — აღნიშნა საბამ.

ცნობისთვის, აბუ-დაბიში განვითარებული მოვლენების შემდეგ, საბა ლაზიშვილმა RAF-ის ტურნირზე იასპარეზა, სადაც გამოცდილ ურაია ფეიბერს დაუპირისპირდა. ქართველმა სპორტსმენმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, დამაჯერებლად, ანგარიშით 12:7 გაიმარჯვა და ამჟამად ახალი შეთავაზებების მოლოდინშია.