მერაბ დვალიშვილი განცხადებას ავრცელებს:
"მოგესალმებით, მეგობრებო!
23 ნოემბერს, თბილისი ცენტრალში ოფიციალურად ვხსნით მერაბ დვალიშვილის MMA აკადემიას!
ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით გახსნის ცერემონიაზე ვიწვევთ მხოლოდ პროფესიონალ MMA მებრძოლებს.
რაც შეეხება სხვა მსურველებს, ვისაც ჩვენს აკადემიაში ვარჯიშის დაწყება სურს, 10 წლის ასაკიდან სპორტსმენების მიღება და რეგისტრაცია 30 ნოემბრიდან დაიწყება.
ჩვენთვის მთავარია სპორტსმენების განვითარება, მათი წარმატება და ქართული MMA-ის წინსვლა."