თითქმის ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ATP-ის მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი, რაფაელ ნადალი კორტს დაუბრუნდა და ერთეულთა თანრიგში პირველი გამარჯვება იზეიმა.
ბარძაყის ტრავმის გამო, ესპანელ ჩოგბურთელს 2023 წლის ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ არ უთამაშია, სადაც ბოლო მატჩი 18 იანვარს გამართა. რაფა კორტს ოფიციალურად 31 დეკემბერს დაუბრუნდა ბრისბენის ტურნირზე წყვილთა თანრიგში მარკ ლოპესთან ერთად პირველივე რაუნდში დამარცხდა.
ბრისბენის 250-იანი კატეგორიის ტურნირის ერთეულთა თანრიგში კი დიდი მუზარადის ტურნირების 22-გზის გამარჯვებულმა დომინიკ ტიმი ორ სეტში 7-5; 6-1 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ის ავსტრალიელ ჯეისონ კუბლერს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რაფა ნადალმა კარიერაში 1069-ე გამარჯვება იზეიმა და ივან ლენდლს გადაასწრო.